- საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონია | გოლი: 0:1 პანდევი (56)
- იგორ ანგელოვსკის კომენტარი მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა (0:1) და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა.
"დინამო არენაზე" გამართული მატჩის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც საპრესკონფერენციო დარბაზში თითქმის მთელი გუნდი შემოვიდა. მაკედონიელმა ფეხბურთელებმა ემოციურად იზეიმეს მწვრთნელთან ერთად - რამდენიმე მათგანი მაგიდაზე ავიდა...
იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
...მატჩზე: "ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა და ბოლომდე გუნდთან ერთად იდგა. განსაკუთრებული მადლობა გორან პანდევს. პატარა ერი და პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში ასეთი ლიდერის ყოფნა. ის სამაგალითოა ჩვენს გუნდში. მადლობა ყველა ფეხბურთელს.
...საქართველოს ნაკრებზე: "საქართველოს ნაკრებს მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ. ჩემს ფეხბურთელებს კი ვულოცავ!"
📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
კომენტარები