Thumbnail

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მისი 5-წლიანი საქმიანობა მთავრდება. სპორტული ჟურნალისტების ნაწილმა პრესკონფერენცია ნაადრევად დატოვა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...თამაშზე და პასუხისმგებლობაზე: „ბოდიში დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა, ვულოცავ მათ. ისინი უკეთესები იყვნენ. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, გუნდისთვის, ყველასთვის."

...დაგვიანებულ ცვლილებებზე: "ყველანი მოტივირებული ვიყავით. შეტევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ველოდით. დაგვიანებული იყო ცვლილება, მაგრამ სათადარიგო ფეხბურთელთა შორის უფრო მაღალი ხარისხი არ იყო. გამარჯვებული ერთმა გოლმა გადაწყვიტა."

...ბოლო თამაშებზე: "ჩემი სამუშაო აქ სრულდება, ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, ახალი იმედებით. მე ვასრულებ ხუთწლიან საქმიანობას საქართველოში. დღეს ყველა სევდიანია, აცრემლებულია ყველა, თქვენც, ფეხბურთელებიც, ჩვენც. მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და ბოდიშს გიხდით."

...გაშვებულ გოლზე: "დღევანდელი გოლი კონკრეტული ფეხბურთელების მაღალმა ხარისხმა განაპირობა და ჩვენ სწორედ ეს ხარისხი დაგვაკლდა. ამ დროს მნიშვნელოვანია მენტალიტეტი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი დასრულებულია."

...დაბოლოს: "შემიძლია ვთქვა, რომ გოლი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ და ერთი პოზიციური შეცდომა გამოდგა გადამწყვეტი."

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები