Thumbnail

1 მატჩის მოგება და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები შეიქმნა, ყველა ამაზე ვოცნებობთ. ასეთ ფინალზე და მის მოგებაზე! ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ან სპორტული მატჩი, ეს არის ბრძოლა, რომელიც სპორტის ფარგლებს სცდება. საქართველოსთვისაც და ჩრდილოეთ მაკედონიისთვისაც - ორივე გუნდს უნიკალური შანსი აქვს, რომ ისტორია შექმნას.

მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გაირკვა ის ძირითადი შემადგენლობები, რომლითაც გუნდები ფინალში ითამაშებენ.

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი - კვეკვესკირი, კანკავა - ოქრიაშვილი, გვილია, ყაზაიშვილი - კაჭარავა.

ჩრდ. მაკედონია (3-5-2): დიმიტრიევსკი - ბეიტულაი, მუსლიუ, დ.ველკოვსკი - რისტოვსკი, ადემი, ელმასი, ნიკოლოვი, ალიოსკი- ნესტოროვსკი, პანდევი. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები