Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი პორტუგალიელის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს
  • ინგლისური კლუბი 35 წლის პორტუგალიელის აგენტს უკვე დაუკავშირდა

ტურინის იუვენტუსიდან კრიშტიანო რონალდოს შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო დროს ხშირად იწერება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, პორტუგალიელი ვარსკვლავი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს.

თუკი რონალდო სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის დატოვებას გადაწყვეტს, ინგლისური კლუბი მის გადაბირებას შეეცდება. მანჩესტერ იუნაიტედი უკვე დაუკავშირდა 35 წლის ფორვარდის აგენტს, ჟორჟე მენდეშს, კლუბის დირექტორთა საბჭო კი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ კი კრიშტიანო მანჩესტერში დააბრუნოს.

ტურინულ კლუბს კრიშტიანოს ხელფასი მძიმე ტვირთად აწევს

თავის მხრივ, ტურინის იუვენტუსი ხელს არ შეუშლის პორტუგალიელ ვარსკვლავს, კლუბი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთ წლით ადრე დატოვოს. ცნობილია, რომ “ბებერ ქალბატონს” სახელფასო თანხის დაზოგვა და იმ ხარჯის კომპენსირება სურს, რომელიც თავის დროზე რონალდოს ტრანსფერისთვის გაწია. ცნობისთვის, ტურინელებს რონალდოს ანაზღაურება სეზონში 31 მილიონი ევრო უჯდებათ. 

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ იუვენტუსი პსჟ-ისთვის რონალდოს ნეიმარში გაცვლის შეთავაზებას აპირებდა. პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კი ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელის ტრანსფერი არ გამორიცხა

რონალდომ ტურინი შესაძლოა ნაადრევად დატოვოს

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2003-09 წლებში იცავდა და მასთან ერთად 9 ტიტული, მათ შორის სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარიერის განმავლობაში ფორვარდი ასევე იცავდა ლისაბონის სპორტინგისა და მადრიდის რეალის ღირსებას, საიდანაც 2018 წელს იუვენტუსში გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იუვენტუსის ღირსება 5 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები