Thumbnail
  • 'კიდევ ერთხელ, მამი? გულით გვიყვარხარ', - ამბობენ ბავშვები ვიდეოში
  • ესპანური ტენერიფეს ქართველ ცენტრს სიურპრიზი მოუწყვეს

ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინს ლიგა ენდესას ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ორიგინალურად გადასცეს.

ტენერიფელები მორიგი ვარჯიშისთვის ემზადებოდნენ, როდესაც დარბაზში განთავსებულ დიდ ეკრანზე სპეციალურად გიორგისთვის შექმნილი ვიდეო-რგოლი ჩაირთო. მასში შერმადინს მორიგი წარმატება თანაგუნდელებმა მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ამ ამბის აღსანიშნ სუფრაზე ხაჭაპურიც მრავლად იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრის მორიგი წარმატებით გაიხარეს მისმა ოჯახის წევრებმაც. “კიდევ ერთხელ, მამი? გულით გვიყვარხარ”, - ამბობენ ბავშვები ვიდეოში.

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

როგორ მიულოცეს გიორგი შერმადინს

“ამ ჯილდოს თანაგუნდელებისა და მწვრთნელების დახმარების გარეშე ვერ მოვიგებდი. მადლობას ვუხდი ამ დიდ ოჯახს, რომელიც ტენერიფეშია შექმნილი. ცხადია, არ მავიწყდება ჩვენი ქომაგებიც. როგორც ინფორმაცია მაქვს, შესაძლოა, მათი ნაწილი თამაშებზე დაუშვან და ეს, ძალიან გვახარებს. იმედია, ნორმალური ცხოვრების რეჟიმს მალე დავუბრუნდებით. რაც შეეხება ვიდეოს, ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი ოჯახის წევრებსაც კი არაფერი უთქვამთ. ნამდვილი სიურპრიზი იყო, დიდი მადლობა”, - განაცხადა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ესპანური ლიგა ენდესას ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დაახლოებით 1 კვირის წინ დაასახელეს, შესაბამისი ჯილდო კი მას ახლაღა გადაეცა. გასულ თვეში გიორგის საშუალო კოეფიციენტი 28.7 იყო (საშუალოდ 18.3 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა), რაც ვერავინ გადაფარა.

“სწორედ შერმადინის დამსახურებაა, რომ იბეროსტარ ტენერიფეს ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს”, - წერდა მაშინ ლიგის ოფიციალური საიტი. ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდს 8 ტურში 7 გამარჯვება უგროვდება და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება. ტენერიფე მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს სტუმრად მანრესასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები