Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი 8 მედლით დაასრულა
  • ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიგეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. პირველ დღეს ნაკრებმა 3 მედალი მოიგო, ხოლო მეორე დღეს 5 მედალს დაეუფლა.

პირველ საჭიდაო დღეს 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ჯაბამ ალესანდრო არამუს იპონით აჯობა.

იმავე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ფინალში გავიდა და რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯებს მეორე ვაზარის გაუქმება შეეძლოთ.

პირველ დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვა. მან ბრინჯაოს მედლისთვის ადრიან ნიეტოს აჯობა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, ლუკა მაისურაძემ და ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. გელა ზაალიშვილმა ფინალი დათმო, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვლადიმირ ახალკაცი და ონისე სანებლიძე დაეუფლნენ.

ვლადიმირ ახალკაცი V ტიციანო ფალკონე

ტატო გრიგალაშვილი V ლუკას ვიტვერი

ლუკა მაისურაძე V ეკუბჟონ ნაზიროვი

ონისე სანებლიძე V პაულ დევოსი

კომენტარები

ბოლო ამბები