Thumbnail
  • ჟორჟ მიქაუტაძემ სეზონში მე-15 გოლი გაიტანა
  • 20 წლის ფორვარდისა და მისი მწვრთნელის კომენტარები

20 წლის ჟორჟ მიქაუტაძემ კვლავ გაიტანა ბელგიის პროქსიმუს ლიგაში. მართალია, მისი სერენი 1:3 დამარცხდა ლიერსთან, მაგრამ წაგებულთა შორის ერთადერთი გოლი ქართული წარმოშობის ფორვარდის ანგარიშზეა, რომელსაც უკვე 15 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში (9 მატჩიდან). 

მიქაუტაძემ და სერენის თავკაცმა ემილიო ფერერამ მატჩის შემდეგ ინტერვიუ ბელგიურ Sportweekend მისცეს. ფერერამ თავისი შეგირდი "ფენომენად" მოიხსენია - "მას ყოველ სიტუაციაში შეუძლია გოლის გატანა. ჩემი აზრით, დიდებული კარიერა ელის".

📺 ჟორჟ მიქაუტაძის გოლი ლიერსის კარში

ჟორჟ მიქაუტაძე: "აქ სათამაშო წუთებისთვის ჩამოვედი. მინდა დავამტკიცო, რომ ლიგა 1-ისთვის მზად ვარ და მეცის შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო. სერენში ყველა ელიტაში გადასვლაზე ოცნებობს, ეს საოცარი მიღწევა იქნება, რადგან სეზონის წინ ყველას გავარდნის პირველი კანდიდატი ვეგონეთ".

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაშია და ის ერთი სეზონით ბელგიურ სერენშია განათხოვრებული. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა.

კომენტარები

ბოლო ამბები