Thumbnail
  • ანორთოსისი 1:0 აეკ
  • თემურ ქეცბაიამ თამაში შეაფასა და გუნდი შეაქო

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ლარნაკას აეკ-ი კოსტაკის არტიმატასის გოლით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთი ათამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია თადარიგში დატოვა. ქართველი მწვრთნელი გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა და თამაში ასე შეაფასა:

თემურ ქეცბაია: "მინდა ჩემს ფეხბურთელებზე ვილაპარაკო. ვამაყობ გუნდით, დღევანდელი თამაშით. ორ კვირაში 5 მატჩი ჩავატარეთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ, გარდა ამისა, თასის 1/4-ფინალში გავედით. უკეთესის მოთხოვნა შეუძლებელია. ჩვენს გუნდში კარგი ატმოსფეროა და ბედნიერი ვარ, რომ გოლი არტიმატასმა გაიტანა. იმედია, ეს მას დაეხმარება".

ფამაგუსტას ანორთოსისს 10 თამაშის შემდეგ 23 ქულა აქვს და კვიპროსის პირველ დივიზიონს ლიდერობს. ქართველების გუნდი აპოლონს 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ლიმასოლელებს მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ანორთოსისი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს სტუმრად აელ-თან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები