Thumbnail
  • 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • საქართველოსთან მატჩში, მაკედონიას შესაძლოა, არიან ადემი ვერ დაეხმაროს
  • ზაგრების დინამოს ფეხბურთელმა ტრავმა დღეს მიიღო

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში დიდი ალბათობით არიან ადემი ვერ დაეხმარება. მაკედონიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, საქართველოსთან მისი თამაშის შანსი ძალიან მცირეა.

ზაგრების დინამოს ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა დღეს, ისტრასთან მატჩის წინ გახურებაზე მიიღო და თამაში ვერ მოახერხა. ჯერჯერობით ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მას ხვალ ჩაუტარდება დეტალური სამედიცინო გამოკვლევა.

სამედიცინო ტესტს ადემი ხვალ ზაგრებში ჩაუტარებენ და სწორედ მის პასუხზე იქნება დამოკიდებული შეუერთდება თუ არა ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს სკოპიეში შეკრებაზე.

29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჩრდილოეთ მაკედონიელთათვის საკმაო ძალაა და მას 17 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ის ხორვატიაშია დაბადებული და ამავე ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების გარდა, ეროვნულ ნაკრებში სამჯერ ითამაშა (ამხანაგური მატჩები), შემდეგ კი, უკვე ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაში აირჩია. 2010 წლიდან ზაგრების დინამოს ფეხბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები