Thumbnail

SOFIA OPEN | ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია, თამაში ცენტრალურ კორტზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში იტალიელ სტეფანო ტრავალიას ეთამაშება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული და თან სეტიც არ მოუგია

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 389 270 ევრო) საწყის რაუნდში მეტოქის ვინაობა შეიტყო.

ბასილაშვილი Sofia Open-ზე მე-7 ნომრადაა განთესილი და სასტარტო შეხვედრაში იტალიელ სტეფანო ტრავალიას გაეჯიბრება. ნიკოლოზს ATP-ს რეიტინგში 39-ე ადგილი უკავია, სტეფანოს კი – 74-ე. ნიკოლოზი 28 წლის აპენინელს კარიერაში ერთხელ დაპირისპირებია და 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 აქვს მოგებული.

თუკი ბასილაშვილმა ტრავალიას აჯობა (თამაში 9 ნოემბერს, ცენტრალურ კორტზეა დანიშნული და თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება), მერვედფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩსა და კიდევ ერთ იტალიელ იანიკ სინერს შორის უმჯობესს დაელოდება. 

ნიკა სოფიაში შარშანაც იყო ჩასული და მართალია, მე-5 განთესვა გააჩნდა, ასპარეზობა მალევე დაასრულა. საქართველოს პირველი ჩოგანი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ დანიელ ბრანდსთან 6:7 (7:9), 5:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს 10 მატჩი ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც კი არ აუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები