Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით “შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებს მონაწილეობას.

თბილისიდან წასულ მორაგბეებს დღესვე საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ყველას კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ, კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება კი, ნაკრებს მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნება. 

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” “შემოდგომის ერთა თასის” A ჯგუფში ინგლისის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, B ჯგუფში კი საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენენ, მეორეადგილოსნები მესამე პოზიციისთვის ითამაშებენ, ჯგუფში მესამეები ტურნირზე - მეხუთე, ხოლო მეოთხეები მე-7 ადგილს გაითამაშებენ.

ტურნირი 13 ნოემბერს, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრით იხსნება, საქართველოს ნაკრები კი პირველ მატჩს 14 ნოემბერს, “თვიქენჰემზე“ 2020 წლის ექვსი ერის გამარჯვებულ და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისთან გამართავს.

21 ნოემბერს უელსის ნაკრებს ჰლანეჰლიში გავეჯიბრებით, ხოლო 29-ში ირლანდიას დუბლინში ვეთამაშებით. დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული და მეტოქის ვინაობა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ტურნირის ფინალი კი 6 დეკემბერს შედგება. 

“ბორჯღალოსნები” “შემოდგომის ერთა თასისთვის”

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი (1), შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (2 კეპი), კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი);

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 104 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), სანდრო თოდუა (86 კეპი, 70 ქულა), თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები