Thumbnail

'მისი ოჯახი ჩინეთში არ იმყოფება' - ჩინეთის საელჩომ მაიკლ დიქსონს უპასუხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

6 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა POSTV-ში სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის სპორტსმენმა თქვა, რომ თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში მას უპატივცემულოდ მოექცნენ და დაამცირეს.

ახლახან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს ფეისბუქის საშუალებით უპასუხა. საელჩო უარყოფს დამცირებისა და უპატივცემულობის ფაქტებს, ხოლო ვიზის გაუცემლობას მსოფლიოში პანდემიის გამო, მიღებული რეალობით ხსნის.

Statement regarding Mr. Michael Dixon’s Video Statement განცხადება ბატონ მაიკლ დიქსონის ვიდეო მიმართვასთან...

Posted by Embassy of The People's Republic of China in Georgia on შაბათი, 07 ნოემბერი, 2020

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სავიზო პოლიტიკა ყველა უცხოელს თანაბრად ეხება, მათ შორის დიქსონსაც. განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ მაიკლ დიქსონის ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში საერთოდ არ იმყოფებიან.

📌 მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები