Thumbnail

'სასტუმრო ბორდელს ჰგავდა' - რუსეთში ქართველი მორაგბეები მოატყუეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სკანდალი რუსულ რაგბიში - ქართველი ლეგიონერები რუსულ კლუბს დაუპირისპირდნენ
  • რუსულმა კლუბმა ქართველ მორაგბეებს ხელფასი არ გადაუხადა

რუსულ კლუბ პოდმოსკოვიესა და ქართველ მორაგბეებს შორის დიდი გაუგებრობა მოხდა. რუსეთის ჩემპიონატის დაწყებისას, პოდმოსკოვიემ კონტრაქტი 3 ქართველ მორაგბეს გაუფორმა: ზურაბ ერისთავს, ლაშა მალაღურაძესა და გიორგი აფციაურს. კორონავირუსის გამო, მათ რუსეთში დროულად ჩასვლა ვერ შეძლეს. მალაღურაძე გუნდში რეგულარულად თამაშობდა, ხოლო ერისთავმა და აფციაურმა კლუბი ნაადრევად დატოვეს.

''ბორჯღალოსანმა'' გიორგი აფციაურმა რუსულ კლუბში მომხდარ კონფლიქტზე RUGGER.INFO-სთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ.

''ბევრგან ვითამაშე, მაგრამ ასე არსად მოქცეულან. ზურაბ ერისთავთან ერთად მივედი გუნდში. ზურაც მოატყუეს. პოდმოსკოვიეში 4-თვიანი კონტრაქტი გვქონდა და გვეუბნებოდნენ, რომ ერთი თვის ხელფასზე დავთანხმებულიყავით. თავიდან ისეთ სასტუმროში შეგვიყვანეს საცხოვრებლად, რომელიც ბორდელს ჰგავდა. ამის შემდეგ ისეთ ბინაში გადაგვიყვანეს, სადაც გაუსაძლისი პირობები გვქონდა. ისინი პროფესიონალი თაღლითები არიან'', - განაცხადა აფციაურმა.

ამ დროისთვის პოდმოსკოვიე სამივე ქართველმა მორაგბემ დატოვა. კლუბში ქართველი მორაგბეების თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები