Thumbnail

'მის გვერდით ვართ და ვცდილობთ, დავეხმაროთ' - გურასპაული დიქსონის ამბავზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მაიკლ დიქსონი აცხადებს, რომ მას უპატივცემულოდ მოექცნენ და დაამცირეს!

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა POSTV-ში სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც შექმნილი პრობლემების დეტალებზე საუბრობს. დიქსონი ამბობს, რომ მას ჩინეთის საელჩოში უსამართლოდ მოექცნენ და აპლიკაცია ახსნის გარეშე დაუხიეს.

'პოპსპორტი' ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს დაუკავშირდა.

პაატა გურასპაული: "კალათბურთის ფედერაციამ მაიკლ დიქსონს მაქსიმალური დახმარება გაუწია. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული კალათბურთის განვითარებაში. შესაბამისად, როცა დახმარების თხოვნით მოგვმართა, ერთი წამითაც არ გვიფიქრია და ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამჟამადაც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ მის დახმარებას."

ემოციურ მიმართვაში დიქსონი ადასტურებს, რომ კალათბურთის ფედერაცია მის დახმარებას ცდილობს, რისთვისაც მადლობას უხდის. პოპსპორტი კომენტარის მოპოვებას ჩინეთის საელჩოსგანაც ეცდება. 

📌 მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები