Thumbnail

მესიც, დიბალაც - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში ფეხბურთელები გამოიძახა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრები მუნდიალის შესარჩევი ციკლის ორი მატჩისთვის იკრიბება
  • გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 25 ფეხბურთელი გამოიძახა 

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ჩასატარებელი ორი უახლოესი მატჩისთვის მოემზადებიან. 

არგენტინის ნაკრები 13 ნოემბერს პარაგვაის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სტუმრად პერუს დაუპირისპირდება. ლიონელ სკალონის გუნდს სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფში, გასული ორი ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ დასახელებულ 25 ფეხბურთელს შორისაა იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა. ფორვარდს ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბოლივიასთან შეხვედრაში (2:1) არ უთამაშია 

არგენტინის ნაკრები

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), აუგუსტინ მარჩესინი (პორტუ).

მცველები: ნაუენ პერესი (გრანადა), ნიკოლას ოტამენდი (ბენდიკა), ფაკუნდო მედინა (ლანსი), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ვალტერ კანემანი (გრემიო).

ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული, რობერტო პერეირა (ორივე უდინეზე), მარკოს აკუნია (სევილია), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია), ლეანდრო პარედესი (პსჟ), ეკსეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი, გვიდო როდრიგესი (ბეტისი).

თავდამსხმელები: ალეხანდრო გომესი (ატალანტა), ანხელ დი მარია (პსჟ), ლუკას ოკამპოსი (სევილია), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ხოაკინ კორეა (ლაციო), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი).

კომენტარები

ბოლო ამბები