Thumbnail
  • 'ახალი თაობის გამოჩენის შემდეგ, გუნდი უფრო სწრაფად და თანამედროვედ ათამაშდა'
  • უკრაინის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბორჯღალოსნების შანსებზე ისაუბრა

უკრაინის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და Rugger.info-ს ექსპერტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა მოახლოებული “შემოდგომის ერთა თასის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპერიმენტული ტურნირის დებიუტანტებს – საქართველოსა და ფიჯის სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. აი, შესაბამისი კითხვა-პასუხიც.

საქართველოს ნაკრების მორაგბეთა უმეტესობას ნახევარ წელზე მეტი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, ფიჯის რიგებში კი კორონავირუსის შემთხვევებია. შეძლებენ თუ არა ეს გუნდები ასეთ ვითარებაში 6 ერის წარმომადგენლებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას?

ვფიქრობ, არსებულ მდგომარეობაშიც კი, საქართველოსა და ფიჯის შეუძლიათ გაისროლონ და სიურპრიზი შემოგვთავაზონ, ოღონდ, ცალკეულ მატჩებში. მეტიც, არაა გამორიცხული ამ გუნდებმა 6 ერის რომელიმე ნაკრებს მოუგონ კიდეც, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარია, ერთ თამაშზე. სხვა საქმეა, რომ თუნდაც საუკეთესო ფორმაში მყოფ საქართველოსა და ფიჯის ასეთი დონის ტურნირზე სერიოზული წარმატებისთვის ბრძოლა არ ძალუძთ. მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ყოველთვის საქართველოს ნაკრებს ვქომაგობდი, ვქომაგობ და მომავალშიც ვუქომაგებ. მომწონს ის ცვლილებები, რაც მათ თამაშში შეინიშნება, ის უფრო სანახაობრივი გახდა. ადრე ქართველი მორაგბეები უფრო ძალისმიერი სტილით გამოირჩეოდნენ, ნაკრებში ახალი თაობის გამოჩენის შემდეგ კი, გუნდი უფრო სწრაფად და თანამედროვედ ათამაშდა. შეუძლებელია ამის ყურებამ სიამოვნება არ მოგგვაროს. გულწრფელად მსურს, რომ საქართველოს რაგბის კავშირში არსებული უთანხმოებები დასრულდეს, რადგანაც ეს ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის რაგბის ფლაგმანია და განვითარების სწორ გზაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ე.წ. 8 ერის პირველ მატჩს 14 ნოემბერს ლონდონში გამართავს და "თვიქნემზე" 6 ერის გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები