- მილანი ლილთან დამარცხდა, ''როსონერის'' ანტირეკორდი ''სან სიროზე''
- ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ზაგრებში 10 კაცით წააგო
ევროპალიგის მესამე ტურის საღამოს მატჩებში ყველაზე დიდ ინტერესს მილანისა და ლილის დაპირისპირება იწვევდა. სტეფან პიოლის გუნდს 28-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც სწორედ ფრანგულ კლუბთან დასრულდა. კრისტოფ გალტიეს ფეხბურთელებმა მილანს 3:0 სძლიეს. სამივე გოლი თურქი იაზიჯის ანგარიშზეა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მილანს ''სან სიროზე'' ჰეთთრიკი შეუსრულა.
სტეფანო პიოლის გუნდმა ანტირეკორდიც დაამყარა. მილანი ევროტურნირზე, საკუთარ მოედანზე, სამი ბურთი სხვაობით პირველად დამარცხდა.
მილანი 0:3 ლილი
გოლები: 0:1, 0:2, 0:3 იაზიჯი (პენ-22, 55, 58)
არსენალმა ჯგუფში მესამე გამარჯვება იზეიმა. ''მეთოფეებმა'' ნორვეგიულ მიოლდეს 4:1 სძლიეს და 9 ქულა დააგროვეს. არტეტას გუნდს ერთი ქულა სჭირდება, რათა მომდევნო ეტაპზე ითამაშოს.
არსენალი 4:1 მიოლდე
გოლები: 0:1 ელინგსენი (22), 1:1 ჰაუგენი (ა.გ 45+1), 2:1 სინიანი (ა.გ 62), 3:1 პეპე (69), 4:1 ვილოკი (88)
მარტივად მოიგო კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა. ლესტერმა პორტუგალიურ ბრაგას 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ამ გუნდმაც ჯგუფიდან გასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა.
ლესტერი 4:0 ბრაგა
გოლები: 1:0, 2:0 იჰენაჩო (21, 48), 3:0 პრაეტი (67), 4:0 მედისონი (78)
სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი ზაგრების დინამოსთან სტუმრად 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. მისი გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს 10 კაცით დარჩა და მეორე ტაიმში მეტოქის შეტევებს ვეღარ გაუძლო. ავსტრიულ კლუბს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. მე-4 ტურში ზაგრების დინამო უკვე ავსტრიაში ჩადის.
ანტვერპენი 0:1 ლასკ
გოლი: 0:1 ეგეშტაინი (55)
სელტიკი 1:4 სპარტა
გოლები: 0:1, 0:2, 1:3 ჯულისი (26, 45, 77) 1:2 გრიფიტსი (65), 1:4 კრეიჩი (90)
ზაგრების დინამო 1:0 ვოლფსბერგერი
გოლი: 1:0 ატიემვენი (76)
ფეიენოორდი 3:1 ცსკა
გოლები: 1:0 ჰაპსი (63), 2:0 კოკჩუ (71) 3:0 გეერტრუიდა (72), 3:1 სენესი (ა.გ 80)
ცრვენა ზვეზდა 2:1 გენტი
გოლები: 1:0 კანგა (12), 1:1 ოჯიჯა-ოფოე (31), 2:1 კატაი (59)
ზორია 1:4 აეკ
გოლები: 0:1 ტანკოვიჩი (7), 0:2 მანტალოსი (34), 0:3 ლივაია (54), 1:3 კოჩერგინი (81), 1:4 ლივაია (81)
ჰოფენჰაიმი 5:0 ლიბერეცი
გოლები: 1:0, 2:0 დაბური (22, 30), 3:0 გრილიჩი (59), 4:0, 5:0 ადამიანი (71, 76)
იანგ ბოიზი 3:0 ცსკა სოფია
გოლები: 1:0 მაბიმბი (2), 2:0 სულეიმანი (18), 3:0 მაბიმბი (32)
კომენტარები