Thumbnail

ლილიანის შემდეგ მარკუსი - საფრანგეთის ნაკრებს ახალი ტიურამი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დიდიე დეშამმა ნაკრებში 26 ფეხბურთელი გამოიძახა
  • 12 წლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ტიურამი ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა "სამფეროვნების" შემადგენლობაში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, გერმანული გლადბახის თავდამსხმელი მარკუსი ტიურამი, რომელიც დებიუტანტია.

მარკუსი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტიურამის ვაჟია, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ლილიანმა ფრანგების ღირსებას 142-ჯერ დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და ორივე 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან ნახევარფინალში.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ბენუა კოსტილი (ბორდო), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მანიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სტივენ ნზონზი (რენი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ბეტისი, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტიურამი (გლადბახი, გერმანია)

საფრანგეთის ნაკრები 11 ნოემბერს, პარიზში ამხანაგურ მატჩს ფინეთთან გამართავს, ხოლო 14 და 17 ნოემბერს, ერთა ლიგაზე ლისაბონსა და პარიზში, პორტუგალისა და შვედეთს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები