Thumbnail

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ისევ დააჯარიმეს. ამჯერად არასპორტული საქციელის გამო, რომელიც მან ნიქოზიის აპოელთან მატჩის შემდეგ მოედანზე ჩაიდინა.

მოგეხსენებათ, თამაშის დასრულების შემდეგ ქეცბაიას თორნიკე ოქრიაშვილთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა და რომ არა ფეხბურთელები, რომლებიც ქართველ მწვრთნელს აკავებდნენ, ალბათ კონფლიქტი უფრო სერიოზულ სახესაც მიიღებდა.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ამ საქციელით ქეცბაიამ სადისციპლინო დებულების მე-4 მუხლის ‘გ’ ქვეპუნქტი დაარღვია და ფინანსური სასჯელი დაეკისრა, თუმცა მისი ოდენობა უცნობია.

ქეცბაია მიმდინარე სეზონში 3-ჯერ პრესკონფერენციაზე კომენტარის არგაკეთების გამო დააჯარიმეს. ცნობისთვის, თემურსა და ოქრიაშვილს შორის მაშინდელი გაუგებრობა მალევე დასრულდა. ანორთოსისმა გუშინ კვიპროსის თასის 1/8-ფინალში პაფოსი 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

📺 ოქრიაშვილის და ქეცბაიას შელაპარაკება

კომენტარები

ბოლო ამბები