Thumbnail

'ეგოისტები არ უნდა ვიყოთ' - პირლო 4:1-ის მიუხედავად უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში იუვენტუსმა უნგრეთის ჩემპიონ ფერენცვაროშს სტუმრად 4:1 მოუგო. იტალიის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის. მისი აზრით, ფეხბურთელები გადამწყვეტ მომენტში პასებს არ აკეთებდნენ.

"შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის მხრივ კი უკეთესადაც შეგვეძლო. ბევრი ზედაპირული შეცდომა დავუშვით, მაგრამ მთავარი მაინც შედეგი იყო. ფეხბურთელებმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. ხანდახან მათ კარის წინ უკეთ უნდა გააკეთონ პასები. საჭიროა, რომ ნაკლებად ეგოისტები ვიყოთ, რომ თამაშის ინტრიგა, რაც შეიძლება ადრე მოვკლათ", - თქვა პირლომ.

იუვენტუსი G ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-2 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან დვალის ფერენცვაროშსა და კიევის დინამოს 5-5 ქულით უსწრებს. პირველ პოზიციაზე კი ბარსელონა იმყოფება, რომელმაც სამივე თამაში მოიგო.

📺 ფერენცვაროში v იუვენტუსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები