Thumbnail

'დუბლი ჩამითვალეთ, თუ შეიძლება!' - დიბალამ უეფას ლაშა დვალის ავტოგოლზე მიმართა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში იუვენტუსმა უნგრეთის ჩემპიონ ფერენცვაროშს სტუმრად 4:1 მოუგო. ამ შეხვედრაში პაულო დიბალამ მისთვის სეზონის პირველი გოლიც გაიტანა. არგენტინელმა ფაქტობრივად დუბლიც შეაასრულა და არაოფიციალურად ასეცაა.

თამაშის 81-ე წუთზე დიბალას დარტყმული ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანა უნგრელთა ქართველ მცველ, ლაშა დვალს უნდოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, გოლი გავიდა და მის ავტორად ოფიციალურად თვითონ გამოცხადდა - ავტოგოლი ჩაუთვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბურთს რომც არ შეხებოდა, გოლი აუცილებლად გავიდოდა.

📺 ფერენცვაროში v იუვენტუსი [მიმოხილვა]

თამაშის შემდეგ, დიბალამ პოსტი გამოაქვეყნა და უეფას თხოვნით მიმართა, რომ დუბლი ჩაუთვალონ. ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე დიბალას შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ არგენტინელი იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 სეზონში გოლი გაიტანა. ამ პოსტს დიბალა ასეთი კომენტარით გამოეხმაურა: "და საზეიმოდ, შეიძლება, რომ დღეს დუბლი მქონდეს?"

ცნობისთვის, თამაშის დასრულების შემდეგ დიბალამ და დვალმა მაისურებიც გაცვალეს. შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსი G ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-2 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან დვალის ფერენცვაროშსა და კიევის დინამოს 5-5 ქულით უსწრებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები