Thumbnail

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. კატალონიელებმა შინ კიევის დინამო ლიონელ მესის (პენალტი) და ჟერარდ პიკეს გოლებით დაამარცხეს (2:1), თუმცა, რომ არა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ბრწყინვალე თამაში უკრაინელები სულ ცოტა ქულას მოიპოვებდნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ბარსელონას მეორე გოლის ავტორმა ჟერარდ პიკემ გააკეთა:

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, თავიდანვე შეგვეძლო ორი თუ სამი გოლის გატანა. შემდეგ კი გაგვიჭირდა. ისინი გვჯობდნენ, ჩვენ კი კონტროლი დავკარგეთ. მეტოქეზე წნეხს არასაკმარისად ვახორციელებდით და მოედანზე არცთუ კარგად ვიყავით განლაგებულნი", - თქვა კატალონიელმა მცველმა.

ტერ შტეგენისთვის ეს სეზონის პირველი მატჩი იყო

კიევის დინამოს ნახევარმცველმა ალეკსანდრ ანდრიევსკიმ კი ტერ შტეგენი სპაიდერმენს შეადარა.

"თამაშით კმაყოფილი ვარ და სიამოვნება მივიღე, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუნდაც ქულა მოგვეპოვებინა. მაგრამ ეს ბარსელონაა და ჯერჯერობით ასეა. ჩვენს მეკარეს გამოვყოფდი. თავისი ასაკიდან გამომდინარე, ბრწყინვალედ ითამაშა, ტერ შტეგენი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა - ნამდვილი სპაიდერმენი".

მომდევნო ტურში, 24 ნოემბერს ბარსელონა, რომელიც G ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, სტუმრად კიევის დინამოს (1) დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები