Thumbnail

ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა. მატჩებში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო ლაშა დვალმა ფერენცვაროშის რიგებში იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშა.

პირველი ტაიმი იუვენტუსმა მინიმალური სხვაობით მოიგო, მე-7 წუთზე ალვარო მორატამ კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ქართველი მცველის გუნდმა ძალიან სუსტად ითამაშა და 1:4 წააგო, მორატამ დუბლი შეასრულა, დიბალას კი იგივეს გაკეთება არ აცალა ლაშამ, რომელსაც ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანა სურდა, მაგრამ ავტოგოლი გაიფორმა. ამ და კიდევ რამდენიმე ეპიზოდში ფერენცვაროშის მეკარემ საშინლად ითამაშა. 

📺 ფერენცვაროში v იუვენტუსი [მიმოხილვა]

ამავე ჯგუში ბარსელონამ კიევის დინამოს უმასპინძლა და ტაიმი ლეო მესის პენალტის წყალობით მოიგო. მეორე ტაიმში პიკემ თავით გაიტანა, რასაც უკრაინელებმა ციგანკოვის გოლით უპასუხეს - 2:1. არ შეიძლება არ აღინიშნოს ტერ შტეგენის ფანტასტიკური თამაში ბარსელონას რიგებში. ბარსელონა უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერობს, იუვენტუსს 6 ქულა აქვს. 

📺 ბარსელონა v დინამო კიევი [მიმოხილვა]

ლაიპციგთან მატჩის პირველ ტაიმში ანხელ დი მარიას ჰეთ თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ მარტო პირველი შანსი გამოიყენა მე-6 წუთზე, 10 წუთში პენალტი ვერ გაიტანა, მალე კი მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამით გერმანელებმა ისარგებლეს და ტაიმი ნკუნკუს გოლის შემდეგ ფრედ დასრულდა. ამისთვის პსჟ მეორე ტაიმში დაისაჯა, ლაიპციგმა ფორსბერგის პენალტით 2:1 მოიგო, პარიზელებმა კი მატჩი ათი კაცით დაასრულეს. ამ ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედსა და ლაიპციგს 6-6 ქულა აქვთ, ხოლო პსჟ-ს და ბაშაქშეჰირს - 3-3, ყველაფერი წინაა. 

📺 ლაიპციგი v პსჟ [მიმოხილვა]

დორტმუნდმა ბრიუგეს პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანა, აქედან ორი ჰაალანდის ანგარიშზეა - 0:3. დორტმუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და ლაციოს ქულით უსწრებს. 

📺 ბრიუგე v დორტმუნდი [მიმოხილვა]

E ჯგუფი

ჩელსი 3:0 რენი

გოლი: 1:0 ვერნერი (10-პენალტი), 2:0 ვერნერი (41-პენალტი), 3:0 აბრაჰამი (50)

ჩელსი (4-2-3-1): მენდი - ჯეიმსი, ტიაგო სილვა (68. რადჯერი), ზუმა, ჩილველი (63. ემერსონი) - ჟორჟინიო, კანტე (63. კოვაჩიჩი) - ზიეში (75. ჰადსონ-ოდოი), მაუნტი, ვერნერი - აბრაჰამი (63. ჟირუ)

გაძევება: დალბერი (40. რენი)

სევილია 3:2 კრასნოდარი

გოლები: 0:1 სულეიმანოვი (17), 0:2 ბერგი (21-პენალტი), 1:2 რაკიტიჩი (42), 2:2 ენ-ნესირი 69), 3:2 ენ-ნესირი (72)

გაძევება: ხესუს ნავასი (45+5. სევილია)

 F ჯგუფი

ბრიუგე 0:3 დორტმუნდი 

გოლები: 0:1 ტ. აზარი (14), 0:2 ჰაალანდი (18), 0:3 ჰაალანდი (32)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მონიე (84. მორი), დელეინი (72. ბელინგემი), აკანჯი, გერეირო - დაუდი, ვიტსელი - ტ. აზარი, ბრანდტი (72. როისი), რეინა (77. პასლაკი) - ჰაალანდი (84. რეინიერი)

G ჯგუფი

ბარსელონა 2:1 დინამო კიევი

გოლები: 1:0 მესი (5-პენალტი), 2:0 პიკე (65), 2:1 ციგანკოვი (75)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, ფ. დე იონგი, ალბა - ბუსკეტსი (74. ლონგლე), პიანიჩი (60. სერხი რობერტო) - პედრი (83. ალენია), მესი, ფატი (74. ტრინკაო) - გრიზმანი (60. დემბელე)

ფერენცვაროში 1:4 იუვენტუსი 

გოლები: 0:1 მორატა (7), 0:2 მორატა (60), 0:3 დიბალა (73), 0:4 დვალი (81. ს.კ.), 1:4 ბოლი (90)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო (76. ფრაბოტა), ბონუჩი, კიელინი, დანილო - რემზი (53. მაკენი), არტური (46. ბენტანკური), რაბიო - რონალდო, მორატა (67. დიბალა), კიეზა (76. ბერნარდესკი)

H ჯგუფი

ლაიპციგი 2:1 პსჟ 

გოლები: 0:1 დი მარია (6), 1:1 ნკუნკუ (42), 2:1 ფორსბერგი (56-პენალტი)

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ფლორენცი (84. რაფინია), პერეირა, კიმპემბე, კურზავა (73. ბაკერი) - ანდერი, მარკინიოსი, გიე - დი მარია, კინი, სარაბია (73. კერერი)

გაძევება: კიმპემბე (90+5. პსჟ)

კომენტარები

ბოლო ამბები