Thumbnail
  • სასარი 92:72 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში სტუმრად სასარისთან 20-ქულიანი სხვაობით წააგო - 72:92. არადა, ტაიმის შემდეგ ესპანელები იგებდნენ. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 29:7 მოიგეს.

გიორგი შერმადინი, რომელიც ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ტენერიფეს რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო. 25:44 წუთში მან 6 ქულა მოუტანა გუნდს. ქართველმა ცენტრმა უჩვეულოდ უზუსტოდ ისროლა კალათში - თამაშიდან 7-დან მხოლოდ 1-მა სროლამ მიაღწია მიზანს. გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარებაა. ამასთან, მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი. 

A ჯგუფში ტენერიფეს თითო მოგება/წაგება აქვს, 17 ნოემბერს შერმადინის გუნდი თურქულ გალათასარაის უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები