- 5-8 ნოემბერს სერბეთი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს
- ეროვნულ ნაკრებში კორონავირუსის ეპიდემიაა
5-8 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი (და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი) გაიმართება. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას, მიზეზი კი კორონავირუსია.
როგორც სამბოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ელისეევმა განაცხადა, საქართველოს ნაკრებში კოვიდ-ეპიდემიაა: "დღეს შევიტყვეთ, რომ ვერ ჩამოვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი საქართველოს ნაკრები. ნაკრების ბევრი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი. ამის გამო, მთელი გუნდი მოეხსნა ტურნირიდან". შეგახსენებთ, რომ ჯონდო მუზაშვილის ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.
კომენტარები