Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ რუსეთში? უეფამ განცხადება გააკეთა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირის რუსეთში გადატანას განიხილავდნენ
  • უეფა ამ ცნობებს გამოეხმაურა
  • ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიშვებიან თუ არა გულემატკივრები სტადიონებზე

ევროპული ფეხბურთის მართველმა ორგანომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატი 12 თვით 2021 წლის ზაფხულში გადაიტანა. ტურნირი ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში უნდა გაიმართოს.

კვირის დასაწყისში, ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა დაწერა, რომ უეფა ტურნირის ერთ ქვეყანაში გამართვის ვარიანტს განიხილავდა. ფრანგული გაზეთი მასპინძელ ქვეყნად რუსეთს ასახელებდა. Le Parisien-ის ინოფრმაციით, უეფაში მიაჩნდათ, რომ რუსეთი ტურნირის გასამართად იდეალური ვარიანტი იყო, რადგან იქ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს და მათი ინფრასტუქტურა დიდი ფორუმების სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაშია.

მიუხედავად იმისა, რომ უეფაში ფორმატის შეცვლას მართლაც არ გამორიცხავენ, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება და ტურნირის გამართავს 2020 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილებით აპირებენ.

"უეფა ევრო 2020-ის იმ ფორმატით ჩატარებას აპირებს, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაადასტურა. ყველაფრის მოსამზადებლად ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მაპინძელ ქალაქთან. კოვიდის გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა შეზღუდვები გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით. უეფას ძალისხმევა კონცენტრირებულია, რომ ტურნირი მაყურებელთან ერთად, დაგეგმილ 12 ქალაქში გაიმართოს. თუ რაიმე ხელს შეუშლის ამ გადაწყეტილებას ეს ტურნირის მოახლოვებასთან ერთად გამოჩნდება. ამჟამად რომელიმე ადგილის შეცვლა არ იგეგმება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევრო2020-ის გამართვა: ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები