- ტურნირი ხორვატიაში სტარტს დღეს აიღებს და 6 ნოემბერს დასრულდება
- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მხოლოდ ვაჟებით იქნება წარმოდგენილი
- ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
4-6 ნოემბერს ხორვატიის ქალაქი პორეცი ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ძალებს საქართველოს ნაკრების წევრებიც სცდიან.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ტურნირზე ვერ ვიხილავთ ქალთა გუნდის წევრებს, ვაჟებს კი ხორვატულ ტატამიზე 9 წარმომადგენელი ეყოლებათ.
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები:
60 კგ. – შაქრო შათირიშვილი
66 კგ. – ლუკა კაპანაძე, ბექა წიფიანი
73 კგ. – გიორგი ჩიხელიძე
81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ. – მიხეილ ბექაური
100 კგ. – ილია სულამანიძე
+100 კგ. – საბა ინანეიშვილი
ევროპის ჩემპიონატის პროგრამა:
4 ნოემბერი
ბიჭები: 60 კგ, 66 კგ. დასაწყისი 17:00, ფინალური ბლოკი 22:30.
5 ნოემბერი
ბიჭები: 73 კგ, 81 კგ. დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 19:30.
6 ნოემბერი
ბიჭები: 90 კგ, 100 კგ, +100 კგ. დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 19:00.
კომენტარები