Thumbnail

დორტმუნდის ბორუსიამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ყაზანის რუბინს ოფიციალურად მიმართა. ამ ინფორმაციას Transfermarketweb ავრცელებს.

აღნიშნული ვებ-გვერდის ცნობით, გერმანული გრანდი 19 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს და უნდა, რომ ესპანურ სევილიას დაასწროს, რომელიც კვარაცხელიათი ასევე სერიოზულადაა დაინტერესებული.

ქართველმა ტალანტმა რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მის ანგარიშზე ასევე მოპოვებული 3 პენალტია. რუბინი, რომელსაც 21 ქულით ცხრილში მე-8 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს, სტუმრად ხიმკისთან ჩაატარებს.

ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt 7.5 მილიონ ევროდ აფასებს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას გადაბირება დორტმუნდისა და სევილიას გარდა, იტალიურ უდინეზეს, სასუოლოს, ტორინოს, ავსტრიულ ზალცბურგსა და ბელგიურ გენტსაც სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები