Thumbnail
  • სერგეი რებროვმა იუვენტუსთან მატჩის კომენტარი გააკეთა
  • ლაშა დვალმა შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს წინააღდმეგ ითამაშოს

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში უნგრეთის ჩემპიონი ფერენცვაროში ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება. მატჩის წინ უნგრელთა უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა. რებროვს სურს, რომ კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში იყოს...

"აქ ვართ, რომ ვისწავლოთ. ვიმედოვნებ, კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში იქნება. გვესმის, რომ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან უნდა ვითამაშოთ, მაგრამ 100%-ით დავიხარჯებით. ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ევროტურნირებზე უნგრეთის წარმოვადგინოთ და ვფიქრობ, ასეთი ტესტისთვის მზად ვართ.

ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს შესაძლებლობა ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ, ევროპაში საუკეთესოებთან. იუვენტუსს ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა დიახ, გვინდა, რონალდო სასტარტო შემადგენლობაში იყოს. ვიცით მისი ძლიერი თვისებები, ვეცდები, რომ ის შევაჩეროთ", - თქვა რებროვმა.

ფერენცვაროშმა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თამაშობს, საწყის ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა, ხოლო იუვენტუსმა კიევის დინამოს დამარცხების შემდეგ ბარსელონასთან წააგო. კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში არ უთამაშია, რადგან კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ორი დღის წინ სპეციასთან მოედანზე დაბრუნდა და დუბლი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები