Thumbnail

8points9seconds.com-ის ავტორმა ლუკ პერიშმა სტატია მიუძღვნა გოგა ბითაძეს, რას უნდა ველოდოთ ინდიანა პეისერსის ყოფილი ახალწვეულისგან ახალ სეზონში:

8.9: რას ველოდოთ გოგა ბითაძისგან მომავალ სეზონში

"იმის მიუხედავად, რომ ცენტრის პოზიციაზე ორი ვარსკვლავი ჰყავდა, კლუბმა 2019 წლის დრაფტის პირველ წრეში კიდევ ერთი ცენტრი, გოგა ბითაძე აირჩია. ბითაძეს ლიმიტირებულ დროში მოუწია თამაში, თუმცა იმაზე უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე ველოდით. მაგრამ, რას ველოდოთ მისგან მომავალ სეზონში?

გასული სეზონის წინ ჯაკარ სემპსონმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ინდიანასთან, მან 12-ჯერ მოახერხა სასტარტოში თამაში, როცა გუნდში ტრავმიანობა იყო. მაგრამ ის ახლა თავისუფალი აგენტია, ეს კი გოგას წუთებს მოუმატებს. 

გოგა თავის ლიმიტირებულ წუთებში დიდად პროდუქტიული არ იყო - მხოლოდ 3.2 ქულა, 0.4 პასი და 2.0 მოხსნა თამაშში. მაგრამ საშუალოდ 36 წუთში მისი სტატისტიკა უკვე მაილს ტერნერის სტატისტიკასთან ახლოსაა - ყოველ 36 წუთში ტერნერი 14.8 ქულას, 8.0 მოხსნას და 2.6 დაფარებას აკეთებდა. 

ანალოგიურ შემთხვევაში გოგას სტატისტიკა ასეთი იქნებოდა: 13.1 ქულა, 8.1 მოხსნა და 2.8 დაფარება. ურიგო არ არის ტერნერის შემცვლელისთვის. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ ინდიანას ხელმძღვანელებს თავისუფლად შეუძლიათ დაფიქრდნენ, ხომ ვერ შეცვლის გოგა უკვე მაილსს? თუ მათ ტერნერის გაცვლა მართლა სურთ.

ჯერ უცნობია, როგორ მოხდება ეს, გაიყოფენ თუ არა ტერნერი და გოგა წუთებს, მაგრამ ფაქტია, ინდიანამ უნდა ათამაშოს ახალგაზრდა ცენტრი. ამ გუნდს ცუდი რეპუტაცია აქვს ბოლო დროს, რადგან ახალწვეულებს არ ზრდის - ტი ჯეი ლიფს, მაგალისთვის, არასდროს მისცემია საკმარისი დრო თავისი ნიჭის გამოსავლენად.

პეისერსს შეუძლია გამოიყენოს ბითაძე, როგორც კარგი დამცველი, როგორიც ტერნერიცაა. ამ ორიდან თუ ერთ-ერთი მოედანზე აუცილებლად იქნება, მეტოქეს ინდიანას ფარზე შეტევის ხალისი გაუქრება.

გოგას განვითარებისთვის მომდევნო სეზონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, ახალი სამწვრთნელო შტაბი გამონახავს ადგილს მისთვის. ის ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და კარგი შანსი აქვს NBA-ს ფლეი ოფის დონის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდეს". 

კომენტარები

ბოლო ამბები