Thumbnail
  • კიევის დინამოში კორონავირუსის ეპიდემიაა
  • გიორგი წიტაიშვილი ბარსელონასთან ვერ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში კიევის დინამო სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება, თუმცა უკრაინული გუნდი ესპანეთში სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩავიდა. კორონავირუსი გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.

ინფიცირებულთა შორისაა ქართული წარმოშობის უკრაინელი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, ხოლო მის გარდა ბარსელონასთან დენის ჰარმაში, დენის ბოიკო, გეორგი ბუშჩანი, ვიტალი მიკოლენკო, მიკელ დეულუნდი, ოლექსანდრ კრავეცი, ტუდორ ბელუცა, მიკოლა შაპარენკო და ალექსანდრ კარავაევი ვერ ითამაშებენ. კოვიდ-19 დაუდასტურდათ მთავარი მწვრთნელის მირჩა ლუჩესკუს ასისტენტ ემილ კარასის და გუნდის შტაბის კიდევ ოთხ წევრს.

კორონავირუსის გარდა, კიეველებს მიკიტა ბურდა და ვლადიმირ კოსტევიჩი ტრავმირებულები ჰყავთ, ხოლო სერგეი სიდორჩუკი დისკვალიფიცრებულია. ამგვარად, უკრაინული კლუბი "კამპ ნოუზე" შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.

კიევის დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში 1 ქულა მოიპოვა. ბარსელონასთან მატჩი კი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები