Thumbnail
  • MOVEMBER ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მამაკაცთა ჯანმრთელობის დაცვას ეხება
  • მსოფლიო რაგბიმ რამდენიმე ცნობილი ულვაშიანი მორაგბის ფოტო გამოაქვეყნა

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე ულვაშიანი მორაგბეების ფოტოები გამოქვეყნდა. მათ შორის ლაშა მალაღურაძეცაა. ორგანიზაცია ამ ფოტოებით ყოველწლიურ ღონისძიებას გამოეხმაურა, რომელიც მამაკაცთა ჯანმრთელობის დაცვას ეხება.

მამაკაცები ნოემბრის თვეში ულვაშს იზრდიან, რითიც ისეთი დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან, როგორებიც მამაკაცებშია გავრცელებული: პროსტატის კიბო, ფსიქოლოგიური პრობლემები, სუიციდი მამაკაცებში და ა.შ.

მალაღურაძესთან ერთად მსოფლიო რაგბიმ ულვაშიანთა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ამ მორაგბეებს შორისაა: რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია, აარონ სმიტი (ახალი ზელანდია), ფრანკოის შტაინი (სამხრეთ აფრიკა) და ნიკ უაითი (ავსტრალია). 

Rugby 🤝 Movember

Posted by World Rugby on Monday, November 2, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები