Thumbnail

მოულოდნელი დაბრუნება? ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოსტმა ბევრი ააღელვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაკრების ფორმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
  • მის პოსტს სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება აქვს
  • ვეტერანი გოლეადორი შვედეთის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს?

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და, შესაძლოა, ეს პოსტიც მხოლოდ ამ მიზნით გამოაქვეყნა, მაგრამ ფაქტია, რომ დისკუსიები გამოიწვია და გამოითქვა ვარაუდი, რომ შვედეთის ნაკრებში დაბრუნება სურს.

ფაქტია ისიც, რლომ 39 წლის შვედი ცენტრფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია და სერია A-ში ისე თამაშობს, როგორც თავის საუკეთესო წლებში. იტალიის ჩემპიონატის 4 მატჩში მან 7 გოლის გატანა შეძლო და ერთი საგოლე პასიც აქვს. კვირას, იბრამ მილანისა და უდინეზეს მატჩის ბედი სულაც ძალიან ეფექტური მაკრატელა-დარტყმით გადაწყვიტა.

📺 ზლატანის გოლი უდინეზესთან

რაც შეეხება პოსტს: ზლატანმა ინსტაგრამზე, ტვიტერზე და ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის შვედეთის ნაკრების ფორმაშია და პოსტს ასეთი ტექსტი მიაწერა: “დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს.” მისი ‘ფოლოვერების’ დიდი ნაწილის ინტერპრეტაციით, ზლატანს ნაკრებში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, რომ იბრამ შვედეთის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა - ეროვნულ გუნდში მას 116 მატჩში 62 გოლი აქვს.

თუმცა მას შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა რამდენჯერმე გამოთქვა ნაკრებში დაბრუნების სურვილი - ბოლოს ეს 2018 წლის მუნდიალის წინ გააკეთა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა არ გამოიძახა. ახლაც მცირეა იმის შანსი, რომ რამე შეიცვალოს. შვედეთის ნაკრები 11 ნოემბერს დანიას ეთამაშება, 3 დღის შემდეგ კი - ერთა ლიგაში, ხორვატიას.

View this post on Instagram

Long time no see

A post shared by Zlatan Ibrahimović (@iamzlatanibrahimovic) on

კომენტარები

ბოლო ამბები