Thumbnail

ლაკვეხელიანის ტრავმა უნგრეთში - წინასწარი პროგნოზი არადამაიმედებელია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუკა ლაკვეხელიანი შეცვლაზე გამოჩნდა და მინდვრის დატოვება მალევე მოუხდა
  • უნგრული მეზოკოვეშდის ქართველმა მცველმა ჰონვედთან მატჩში პენალტიც აიკიდა

ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა ტრავმა მიიღო და უნგრეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის დასრულება ვერ მოახერხა.

მეზოკოვეშდის 22 წლის ქართველი მცველი ბუდაპეშტში ჰონვედთან მატჩში სათადარიგო იყო და მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მეტოქე უკვე კაცნაკლული თამაშობდა. მეზოკოვეშდი მალევე დაწინაურდა, შემდეგ კი, ლუკასთვის ცუდი პერიოდი დადგა.

📺 მომენტი, როდესაც ლაკვეხელიანმა პენალტი აიკიდა

69-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა პენალტი აიკიდა და ანგარიში გათანაბრდა, 73-ე წუთზე კი დაშავდა და მინდვრის დატოვება მოუხდა. წინასწარი ინფორმაციით, ლაკვეხელიანს მყესები აქვს გაწყვეტილი და თუკი ეს ინფორმახია დადასტურდა, იძულებითი უქმობა დიდხანს მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა უნგრულ კლუბში გასულ ზაფხულს საბურთალოდან გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები