- ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ფეიენოორდი გაანადგურა, ჩაკვეტაძის გენტმა წააგო
- მილანის 27-მატჩიანი წაუგებელი სერია და პირველი ადგილი ჯგუფში
ევროპალიგის მეორე ტურში ფეიენოორდმა ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერს უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. ქართველმა მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ავსტრიელთა რიგებში ისევ არ უთამაშია გურამ გიორბელიძე, რომელსაც ტრავმა აქვს.
ვოლფსბერგერმა როტერდამელებს 3 პენალტი გაუტანა - ტაიმის სტარტზე ლინდლმა 2-ჯერ პენალტით გამოიჩინა თავი, ხოლო მესამე გოლი თამაშიდან გაიტანა. ლინდლის ჰეთთრიკის იოველიჩის პენალტიც მიემატა და ქართველების გუნდმა 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიული კლუბი 4 ქულით K ჯგუფის ლიდერია.
სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო. გენტი საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმთან 1:4 განადგურდა. გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიელთა რიგებში ისევ არ უთამაშია.
მილანმა პრაღის სპარტას მარტივად მოუგო. ''როსონერიმ'' მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა, რადგანაც ლილისა და სელტიკის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ტოტენჰემი სტუმრად ბელგიურ ანტვერპენთან დამარცხდა, რომელიც J ჯგუფის ლიდერია - ჟოზეს გუნდმა ერთადერთი გოლი მატჩის 29-ე წუთზე გაუშვა და ჯგუფში პირველად დამარცხდა.
პაკო ალკასერმა ვილიარეალის რიგებში მორიგი დუბლი შეასრულა და ესპანურ გუნდს ყარაბაღთან მოაგებინა. ესპანელი შემტევის დუბლით ტაბლოზე 3:1 დაფიქსირდა. ალკასერს ევროპალიგის 2 ტურში უკვე 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ვოლფსბერგერის შემტევ ლინდლთან ერთად ლიდერობს.
აეკ 1:2 ლესტერი
გოლები: 0:1 ვარდი (პენ-18), 0:2 ჩოუდჰარი (39), 1:2 ტანკოვიჩი (48)
ზორია 1:2 ბრაგა
გოლები: 0:1 პაულინიო (3), 0:2 გაიტანი (11), 1:2 ივანისენია (90+6)
მილანი 3:0 სპარტა
გოლები: 1:0 დიასი (24), 2:0 ლეაო (57), 3:0 დალოტი (66)
ლილი 2:2 სელტიკი
გოლები: 0:1, 0:2 ელიუნუსი (28, 32), 1:2 ჩელიკი (67), 2:2 იკონე (75)
ყარაბაღი 1:3 ვილიარეალი
გოლები: 1:0 კვაბენა (78), 1:1 პინო (80), 1:2, 1:3 ალკასერი (84, პენ-90+6)
სივასპორი 1:2 მაკაბი თელ ავივი
გოლები: 1:0 კაიოდე (55), 1:1 ბიტონი (პენ-68), 1:2 დორ პერეცი (74)
ლასკ 4:3 ლუდოგორეცი
გოლები: 1:0 ბალიჩი (2), 2:0 გრუბერი (11), 3:1 რაგუზი (34), 4:1 ვერდონი (ა.გ 55), 2:1, 4:2 4:3 მანუ (15, 67, 73)
ანტვერპენი 1:0 ტოტენჰემი
გოლი: 1:0 რეფაელოვი (29)
ცსკა მოსკოვი 0:0 დინამო ზაგრები
ფეიენოორდი 1:4 ვოლფსბერგერი
გოლები: 0:1, 0:2, 1:3 ლინდლი (პენ-4, პენ-13, 60), 1:2 ბერგუისი (53), 1:4 იოველიჩი (პენ-66)
ცრვენა ზვეზდა 5:1 ლიბერეცი
გოლები: 1:0, 2:0 ბენ ნაბუჰეინი (7, 21), 2:1 მატუშეკი (41), 3:1 გაჯიჩი (49), 4:1 კატაი (67), 5:1 ფალჩინელი (69)
გენტი 1:4 ჰოფენჰაიმი
გოლები: 0:1 ბელფოდილი (პენ-35), 0:2 გრილიჩი (54), 0:3 გაჩინოვიჩი (73), 1:3 კლაინდინსტი (90+2), 1:4 დაბური (90+3)
კომენტარები