Thumbnail

უტიფარია თუ სულელი? მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი დასაჯეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კრისტიან კოულმენმა დოპინგ ტესტის ჩატარების წესები დაარღვია
  • ამერიკელი შეჯიბრებებზე 2022 წლის 13 მაისამდე ვერ გავა  

მსოფლიოს ჩემპიონს 100 მეტრზე სპრინტში, კრისტიან კოულმენს, 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამერიკელს დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის წესების დარღვევას ედავებოდნენ. დისკვალიფიკაციის გამო კრისტიანი მომავალ წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადას გამოტოვებს.

სპორტსმენებს დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ემუქრებათ, თუ ისინი 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო 3 დოპინგტესტს არ ჩაიტარებენ. კრისტიანმა 2019 წლის იანვარსა და აპრილში ტესტები არ ჩაიტარა, ხოლო მესამედ, დეკემბერში, შემოწმებაზე მისულ ანტიდოპინგური ლაბორატორიის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.

მაშინ სპორტსმენა ბრალდებებს ტვიტერზე დაწერილი პოსტით უპასუხა, სადაც აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მას დაურეკავდნენ და სტუმრობის შესახებ გააფრთხილებდნენ, იგი ტესტირებისთვის მზად იქნებოდა.

დამოუკიდებელმა ტრიბუნალმა განაცხადა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრებს არ ჰქონდათ ვალდებულება, მისთვის დაერეკათ. ისინი მისი სახლის კარზე დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდნენ და მათი განცხადებით, დეკემბრის ბნელ საღამოს სახლში სინათლე არცერთ შემთხვევაში არ აუნთიათ. კოულმენი გამოძიებას ეუბნება, რომ იგი 1 საათით საშობაო საყიდლებზე გავიდა, რის შემდეგაც სახლში მცირე ხნით დაბრუნდა, ამერიკული ფეხბურთის მატჩის დასაწყისს უყურა, ივახშმა და შემდეგ ისევ გარეთ გავიდა. სპორტსმენის ამ მოსაზრებას დამოუკიდებელი ტრიბუნალი არ იზიარებს და კოულმენის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ფაქტი მოჰყავს.

კოულმენმა სავაჭრო ცენტრ უალმარტში 16 სახის საქონელი შეიძინა. ბოლო ნივთის ფასი მან საღამოს 8:22 საათზე გადაიხადა. ამერიკული ფეხბურთის მატჩი 8:15 საათზე დაიწყო. ხოლო საკვები 7:53 საათზე შეიძინა. გამოდის, რომ იგი 7:53 საათზე უალმარტის სუპერცენტრიდან სახლისკენ დაიძრა, მანქანა გააჩერა, სახლში ავიდა, ამერიკული ფეხბურთის შეხვედრის სტარტს უყურა (რომელიც 8:15 საათზე დაიწყო), შეჭამა, უკან უალმარტში წავიდა 16 ნივთი შეიძინა და ბოლოს ნივთის ფასი 8:22 საათზე გადაიხადა, რაც, რასაკვირველია, წარმოუდგენლად მიიჩნიეს.           

სწორედ ამიტომ, მძლეოსანთა ერთობის კავშირმა (AIU) ივნისში მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება დაადასტურა და კრისტიან კოულმენს დისკვალიფიკაცია 2022 წლის 13 მაისამდე მისცა.

კოულმენი მსგავს საკითხში ადრეც იყო შემჩნეული. მაშინ ამერიკელი დისკვალიფიკაციას გადარჩა, რადგამ მესამე ტესტი, რომელიც მან არ ჩაიტარა, 12 თვეში არ ჯდებოდა. ამის ფონზე მისი კიდევ მსგავს სიტუაციაში გამოჭერა უცნაურია, რადგან სპორტსმენს ადრიდნელი გამოცდილების გამო თადარიგი უნდა დაეჭირა. კოულმენს, რომელსაც არასდროს ჩაუგდია დოპინგტესტი, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტის საარბიტრაჟო სასამართოლში შეუძლია. მას ამისთვის 30 დღე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები