Thumbnail

რომის ლაციოში კორონა-განგაშია! იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის გასამართად ბელგიაში 4 ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა - ბრიუგესთან მატჩის წინ ოთხივეს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ინფიცირებული მოთამაშეების სიაშია გუნდის ლიდერი და მთავარი გოლეადორი ჩირო იმობილე. მის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ მანუელ ლაცარის, ჯავან ანდერსონსა და ლუის ალბერტოს. მათ გარდა, ლაციოს ტრავმების ან სხვა მიზეზების გამო კიდევ 8 მოთამაშე აკლია. საბოლოო ჯამში, ბრიუგესთან შეხვედრაში ლაციოს მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავს განაცხადში.

ჩირო იმობილესაც კორონავირუსი დაუდასტურდა

“ასეთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, არ ველოდით. ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ და მინდოდა, რომ ბრიუგესთანაც საბრძოლო შემადგენლობა მყოლოდა,” - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ლაციომ დორტმუნდის ბორუსია 3:1 დაამარცხა და დღეს ბრიუგეს სტუმრად ეთამაშება. პარალელურ მატჩში დორტმუნდი სანკტ პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები