Thumbnail
  • ბუდაპეშტის გრანდ სლემზე მეორე საჭიდაო დღე დაიწყო
  • შავდათუაშვილმა და გიგანმა პირველივე ბრძოლები დათმეს

ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა - ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი. ორივე ძიუდოისტი 73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ლაშამაც და ფრიდონმაც პირველივე ბრძოლა წააგეს და ტურნირის გამოეთიშნენ.

შავდათუაშვილს კოსოვოელმა აკილ გიაკოვმა აჯობა. ბრძოლა 8 წუთს გაგრძელდა და ქართველი ძიუდოისტი სამი შიდოს მიღების გამო დამარცხდა, ხოლო გიგანმა შვედ ტომი მაციასთან წააგო, რომელმაც ქართველს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზეც დასცა და წუთით ადრე გამარჯვება მოიპოვა.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი კვირას დასრულდება და ტატამიზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი გავა. 90 კგ-ში მეორე წრიდან იწყებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, მისი მეტოქე მიხაილ იგოლნიკოვია (რუსეთი). ამ წონის ფავორიტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) ჭრიკიშვილს შესაძლოა, ნახევარფინალში დაუპირისპირდეს. 100 კილოზე მეტ კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება. საპირისპირო ბადეშია ლევან მატიაშვილი, ის ყაზახ იერასილ კაჟიბაევს ეჭიდავება.

კომენტარები

ბოლო ამბები