Thumbnail
  • დინამო თბილისი 3:1 საბურთალო
  • გოლები: 1:0 ქავთარაძე (12-პენ), 2:0 პაპავა (21), 3:0 ქავთარაძე (40), 3:1 მარგველაშვილი (71-პენ)

ეს იყო დინამო თბილისის პირველი მატჩი ფარერებზე განცდილი კრახის შემდეგ და ჩისკოს გუნდმა საბურთალო ადვილად დაამარცხა!

საინტერესოა, რომ სანამ კლაკსვიკთან 1:6-ს წააგებდა, დინამო ასევე სწორედ საბურთალოს შეხვდა, ოღონდ საქართველოს თასზე და მაშინ 0:1 დამარცხდა. ახლა კი, რევანში შედგა.

ნოდარ ქავთარაძე საუკეთესო იყო

ჩისკოს გუნდმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა: ნოდარ ქავთარაძემ პენალტი მოიპოვა, თვითონვე დაარტყა და დინამოელები დააწინაურა. 9 წუთის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე ამჯერად საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა: კუხიანიძის კუთხურის შემდეგ, სწორედ მისგან მიიღო ბურთი გიორგი პაპავამ, რომელმაც თავით აიღო კუპატაძის კარი. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ქავთარაძემ დუბლი გაიფორმა - ნოდარ იაშვილის გრძელი პასი გამოიყენა და ეფექტური გოლით ანგარიში 3:0 გახადა. თუმცა პირველი ტაიმი ამით არ დასრულებულა: 41-ე წუთზე პაპავამ მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა (კაკუბავასთან უხეშობისთვის) და მოედნიდან გააძევეს.

ამ მომენტის შემდეგ პაპავამ წითელი ბარათი მიიღო

მეორე ტაიმში საბურთალო კაცნაკლულ დინამოსთან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რიცხვობრივი უპირატესობა 71-ე წუთამდე ვერ გამოიყენა, ამ დროს კი გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ თამაშის წესების საჯარიმოში დარღვევის გამო დანიშნული პენალტი საბურთალოელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა გაიტანა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 97-ე წუთზე მეორე პენალტი ვეღარ გაიტანა - კარს ააცილა. ამრიგად, ლევან კორღალიძის გუნდმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია.

ამ გამარჯვებით ჩისკოს გუნდმა ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა და პოტენციურად ლიდერია. პირველ ადგილზე დინამო ბათუმია 26 ქულით, დინამო თბილისს კი 25 ქულა აქვს, თუმცა, ბათუმურ კლუბზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დინამო თბილისი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს გამართავს და ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, საბურთალო კი იმავე დღეს თელავს სტუმრად დაუპირისპირდება.

დინამო თბილისი 3:1 საბურთალო

გოლები: 1:0 ქავთარაძე (12-პენ), 2:0 პაპავა (21), 3:0 ქავთარაძე (40), 3:1 მარგველაშვილი (71-პენ)

დინამო თბილისი (4-4-2): კვასხვაძე - იაშვილი (73. ტრუბოჩკინი), მონხილი, ბენიო, კობოური - პერნამბუკო (81. ორშულა), ქარდავა, პაპავა, ქიმაძე - ნ. ქავთარაძე, კუხიანიძე (60. მექვაბიშვილი).
გაძევება: პაპავა (41), მონხილი (97)

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშავილი (83. ჟარდელი) - ტერა, ცნობილაძე (46. გოჩოლეიშვილი) - ბუმალი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი - ბ. ქავთარაძე (59. მაჭარაშვილი).
97-ე წუთზე მარგველაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (კარს ააცილა)

კომენტარები

ბოლო ამბები