Thumbnail
  • ჯანი ინფანტინო ევროპის სუპერლიგის იდეას გამოეხმაურა
  • ფიფას პრეზიდენტი იდეის წინააღმდეგია და სხვა გეგმა აქვს

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა ოდნავადაც არ აინტერესებს. ამის ნაცვლად, 50 წლის ფუნქციონერმა სულ სხვა გეგმებზე ისაუბრა.

“ჩემთვის მთავარი ბაიერნი-ლივერპული კი არ არის, არამედ მაგალითად, ბაიერნი-ბოკა ხუნიორსი,” - განაცხადა ინფანტინომ CH Media-სთან ინტერვიუში.

ფიფას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აინტერესებს და არა სუპერლიგა. ინფანტინომ დასძინა, რომ მისი აზრით, მომავალში არა მხოლოდ ევროპის, არამედ სხვა კონტინენტის კლუბებსაც უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო მასშტაბით დაფასება და ჰყავდეთ მეტი ფანი. გარდა ამისა, ფიფას პრეზიდენტმა გერმანელი გულშემატკივრების წინაშე პირობა დადო: “ნუ ინერვიულებთ, ბუნდესლიგას არცერთ გრანდს არ წავართმევთ.”

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ევროპის პრემიერლიგა დაარსდეს, სადაც კონტინენტის 18 საუკეთესო კლუბი ითამაშებს. გაირკვა, რომ ინვესტორების გარკვეული ჯგუფი მზადაა, ეს პროექტი 5 მილიარდი ევროთი დააფინანსოს. ამ თემას დიდი დისკუსიები მოჰყვა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, მიუნხენის ბაიერნის შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იდეა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგით ძალიან კმაყოფილია.

კომენტარები

ბოლო ამბები