Thumbnail
  • 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსი მეტოქით იწყებს

23-25 ოქტომბერს ზუსტად 8-თვიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ძიუდო განახლდება - ბუდაპეშტი გრანდ სლემს მასპინძლობს, ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავა. 

23-25 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას მერე ქართველ ძიუდოისტებს საერთაშორისო ტურნირებზე არ უასპარეზიათ. 

ბუდაპეშტში წილისყრა გაიმართა, გაირკვა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები. 66 კილომდე წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი მოლდოველ დენის ვიერუს ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი - ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს. 

73-ში ფრიდონ გიგანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შვედ ტომი მაციასს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს არის ლაშა შავდათუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი მეორე წრეში კოსოვოელ აკილ გიაკოვას ხვდება.

90-ში მეორე წრიდან იწყებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, მისი მეტოქე მიხაილ იგოლნიკოვია (რუსეთი). ამ წონის ფავორიტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) ჭრიკიშვილს შესაძლოა, ნახევარფინალში დაუპირისპირდეს. 

100 კილოზე მეტ კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება. საწინააღმდეგო ბადეშია ლევან მატიაშვილი, ის ყაზაც იერასილ კაჟიბაევს ეჭიდავება. 

შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ბოლო მომენტში გამოაკლდნენ ვარლამ ლიპარტელიანია და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში ლაშა ბექაური, რომლის ტესტმაც უნგრეთში გამგზავრების წინ COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. პირველ დღეს ქართველებიდან მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილი ჭიდაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები