Thumbnail

'ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია' - მოდრიჩი კლასიკოზე უკეთეს რეალს გვპირდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დავით ხოჭოლავას შახტარმა სენსაცია მოახდინა, მადრიდში რეალი 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა "სამეფო კლუბის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი გოლი გაიტანა, თუმცა რეალის ქამბექი ამ გოლმა ვერ მოიტანა.

ლუკა მოდრიჩი (რეალი): "პირველი ტაიმი საშინელი იყო, შემდეგ კი მოვუმატეთ, მაგრამ ეს მატჩის გადასარჩენად ან მოსაგებად საკმარისი არ იყო. პირველ ტაიმში საკუთარი ძალების რწმენა გვაკლდა, ეს გამოსასწორებელია. მომდევნო მატჩი მალე გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა დავივიწყოთ. 

ზიდანმა გვითხრა, რომ მეტი პრესინგი იყო საჭირო მეტოქეზე, რომ ჩვენ ერთად უნდა გვეცადა მატჩის გადარჩენა. ვფიქრობ, რაღაც დონით ეს შევძელით და ორი გოლიც გავიტანეთ. ეს მწარე მარცხია, უნდა მოვუმატოთ.
საერთო ჯამში, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ აუცილებლად უკეთ ვითამაშებთ. ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია. "ელ კლასიკო" სულ სხვა ტიპის დაპირისპირება იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ წარმატებისთვის".

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს რეალ მადრიდს "ელ კლასიკო" ელის, "კამპ ნოუზე" ბარსელონას დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები