Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 ვესტ ბრომვიჩი

მანჩესტერულ დერბიში სიტის მომგები იუნაიტედი, დღეს ოლდ ტრაფორდზე ლიგის აუტსაიდერთან - ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან დამარცხდა.

ვესტ ბრომი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, გუნდიდან გასულ კვირას მთავარი მწვრთნელი - ალან პარდიუ გაუშვეს, მის ნაცვლად მიდლენდელებმა დროებით დარენ მური დანიშნეს.

მურის გუნდმა სენსაცია მოახდინა და ჟოზეს იუნაიტედს გასვლაზე მოუგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 73' წუთზე ჯეი როდრიგესმა გაიტანა და საკუთარ კლუბს 3 ქულა მოუტანა.

ვესტ ბრომვიჩს ამ გამარჯვებით 24 ქულა დაუგროვდა და მეთვრამეტე ადგილოსან სუონსიმდე 9 ქულა აშორებს.

სიტი ინგლისის ჩემპიონია!

ვესტ ბრომვიჩთან დღევანდელი მარცხის შემდეგ, მეორე ადგილოსან იუნაიტედსა და გათამაშების ლიდერ მანჩესტერ სიტის შორის ქულთა სხვაობა 16 გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ გახდა!

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

► პეპ გვარდიოლა გახდა პირველი ესპანელი მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

► პეპ გვარდიოლა, თავის 9 სეზონიანი კარიერის მანძილზე, მეშვიდე საჩემპიონო ტიტულის მფლობელი გახდა, ესპანელმა მხოლოდ ორჯერ - 2011-12 (ბარსელონა) და 2016-17 (მანჩესტერ სიტი) წლებში ვერ მოახერხა ამის გაკეთება.

► სიტიმ მანჩესტერ იუნაიტედის (1907-08, 2000-01) და ევერტონის (1984-85) რეკორდი გაიმეორა, რაც ჩემპიონატის 5 ტურით ადრე მოგებას გულისხმობს.

► სიტის ჩემპიონობა აქამდე ოთხჯერ - 1936-37, 1967-68, 2011-12 და 2013-14 წლებში ჰქონდა მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები