Thumbnail

'დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ' - კლიპერსს NBA-ს ჩემპიონი გაწვრთნის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტაირონ ლიუმ ლოს ანჯელესელთა თავკაცის პოსტზე დოკ რივერსი ჩაანაცვლა
  • მას საჩემპიონო ბეჭედი 2016 წელს კლივლენდთან ერთად აქვს მოპოვებული

ლოს ანჯელეს კლიპერსის ახალი მთავარი მწვრთნელი 43 წლის ტაირონ ლიუ გახდა. კალიფორნიულმა გუნდმა აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ირკვევა, მისი კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი, რა დროშიც ამერიკელი სპეციალისტი 35 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ლიუ კლიპერსში ჯერ კიდევ 2019 წელს გამოჩნდა და დოკ რივერსის ასისტენტის როლი ერგო, მანამდე კი, კლივლენდ კავალიერსის დამრიგებელი იყო და 2016 წელს NBA-ს ჩემპიონობაც კი მოიპოვა.

“ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რათა საჩემპიონო გუნდად ვიქცეთ, თუმცა, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია. გუნდის ხელმძღვანელობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ამდენად, საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ”, - განაცხადა კლიპერსის ახალმა დამრიგებელმა.

რაც შეეხება ხსენებულ რივერსს, ის წლევანდელ პლეი ოფში წარუმატებელი თამაშის გამო დაითხოვეს. ლოს ანჯელესელები ტიტულისთვის ბრძოლას მე-2 რაუნდში დაემშვიდობნენ, როდესაც დენვერ ნაგეთსთან 3:4 წააგეს. სხვა საქმეა, რომ რივერსი უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა, რადგანაც მას სამუშაო ფილადელფია სიქსერსმა შესთავაზა.

კომენტარები

ბოლო ამბები