Thumbnail

‘იცით, რატომ არ გავხდი მწვრთნელი?' - ჯორდანმა გულახდილად ილაპარაკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თამაშის სხვაგვარი გაგება გამაჩნია, რასაც თანამედროვე კალათბურთელები ვერ გაიგებენ'
  • ლეგენდარული კალათბურთელის თქმით, ახალ ამპლუაში მას მოთმინება არ ეყოფოდა

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ გახდა მწვრთნელი. იმის მაგივრად, რომ რომელიმე კლუბი ჩაებარებინა, სამუშაოს პოვნა კი, მას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, ჯორდანმა შარლოტ ჰორნეთსის აქციები იყიდა და კლუბის ერთ-ერთი მფლობელი გახდა. აი, ჯორდანის კომენტარიც:

“იმისთვის, რომ მწვრთნელი გავხდე, მოთმინება არ მყოფნის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამჟამინდელი კალათბურთელების მიზნები და ჩემი შეხედულებები განსხვავდება. თამაშისადმი მიდგომა სრულად შეიცვალა. თუკი ახლა კალათბურთელებს იმას მოვთხოვთ, რასაც თავის დროზე ჩვენ გვთხოვდნენ, ბიჭების მიმართ არასამართლიანი იქნებოდა. არადა, თუკი სპორტსმენი საქმეს სხვაგვარად მიუდგება, ამას უკვე მე ვერ გავუძლებ. ამიტომაც, საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ სამწვრთნელო საქმიანობა ჩემთვის არაა. თამაშის სხვაგვარი გაგება გამაჩნია, რასაც ალბათ, ბევრი თანამედროვე კალათბურთელი ვერ გაიგებს”.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ჩიკაგო ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია. ჯორდანმა კარიერა 2003 წელს დაასრულა, როდესაც 40 წლის იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები