- ჟვანიამ ლიონთან მე-100 მატჩი ჩაატარა.
TOP 14-ის 24-ე ტურის შეხვედრაში ლიონმა სტად ფრანსეს 44:3 მოუგო. სტად ფრანსეს რიგებში ზურა ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა მორაგბემ 50 წუთს ითამაშა. ეს მატჩი ჟვანიასთვის პარიზული კლუბის რიგებში მე-100 იყო.
ბორჯღალოსანი პარიზული კლუბის ცენტურიონი გახდა. ჟვანია ბოლო პერიოდში ბრწყინვალედ თამაშობს. ქართველმა მორაგბემ კლერმონთან ლელო დადო, ხოლო ორმა ფრანგულმა გამოცემამ TOP 14-ის ტურის სიმბოლურში დაასახელა.
კომენტარები