Thumbnail
  • ელგუჯა ლობჯანიძე და შოთა გრიგალაშვილი ტურის სიმბოლურში
  • ბოლო ტურში ორივემ გაიტანა

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შოთა გრიგალაშვილი და ელგუჯა ლობჯანიძე მოხვდნენ. კიზილ-ჟარისა და კაისარის ფეხბურთელები ცნობილმა ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მა გამოარჩია.

"შოთა ოკჟეპტესთან აქტიური იყო და გოლი გაიტანა. ელგუჯამ კი 2-ჯერ გაიტანა და თავის გუნდს თითქმის წაგებულ შეხვედრაში ქულა მოუტანა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის ჩემპიონატში 10 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძე კარგ სეზონს ატარებს და 11 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

📺 ვიდეო: ელგუჯა ლობჯანიძის დუბლი

კომენტარები

ბოლო ამბები