Thumbnail

სუპერლიგაში 11 გუნდი ითამაშებს - კალათბურთელებიც მაყურებლების გარეშე იწყებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს
  • ფედერაციის ვებ-გვერდზე ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება

17 ოქტომბერს საქართველოს რიგით 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. მსოფლიოსა და საქართველოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის გათამაშება დაგეგმილ დროს აიღებს სტარტს.

აღსანიშნავია, რომ არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, კალათბურთის ფედერაციამ სექტემბერში უკვე ჩაატარა მოთამაშეთა განვითარების ლიგა, რომელშიც 11-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 7-12 ოქტომბერს სეზონისწინა, ტრადიციული დუდუ დადიანის მემორიალიც შედგა.

სუპერლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას ასევე 11 გუნდი მიიღებს: ბათუმი, დინამო, რუსთავი, ქუთაისი-2010, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი, თსუ, ოლიმპი, ტიტები, მგზავრები და ვერა. 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლოადგილოსანი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 პოზიციაზე გასული გუნდი დასარჩენად “ა” ლიგის ვიცე-ჩემპიონს ეთამაშება.

კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით, სუპერლიგის თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე პარტნიორი კომპნია Genius Sport-ის მიერ განხორციელდება ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია. სუპერლიგის პირველ ტურში შემდეგი მატჩები გაიმართება:

17 ოქტომბერი
ვერა – ქუთაისი 14:30
კაკტუსი – მგზავრები 17:00 

18 ოქტომბერი
თსუ – ბათუმი 13:00

კომენტარები

ბოლო ამბები