Thumbnail

ტულონმა ლიდერ მონპელიეს მოუგო, კლერმონმა ბორდო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გორგოძემ და ჩილაჩავამ TOP 14-ის ლიდერს მოუგეს.
  • მირცხულავას ოიონამ ასიეშვილის ბრივს გადაუსწრო.
  • ზირაქაშვილისა და კოლელიშვილის კლერმონმა ბორდოს 30 ქულით მოუგო.

TOP 14-ის 24-ე ტურში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავსა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონი კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის მონპელიეს შეხვდა და 32:17 მოუგო. შეხვედრაში სამმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა.

დავით ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ათწუთიანი შესვენების შემდეგ, ქუბრიაშვილი დაბრუნდა და 59-ე წუთამდე ითამაშა. მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა სათადარიგო სკამიდან ჩაერთნენ შეხვედრაში. ლევანი 55-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ზუსტად 4 წუთში მამუკაც შემოვიდა ცვლილებაზე.

ინგლისის ნაკრების მორაგბემ კრის ეშტონმა სეზონში 22-ე ლელო დადო. ის მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

ტულონს ამ მოგებით 68 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. მონპელიე 76 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის ოიონამ კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის ბრივთან სოლიდური სხვაობით, 40:17 მოიგო. მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. კარლენს შეხვედრაში ჩართვა 22-ე წუთზე მოუწია, ათ წუთში მისი თანაგუნდელი მინდორზე დაბრუნდა. საბოლოოდ კი ასიეშვილი 61-ე წუთზე შევიდა მინდორზე და შეხვედრაც ბოლომდე დაასრულა.

ოიონას 34 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე მყოფ ბრივს 2 ქულით უსწრებს.

დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის კლერმონმა ბორდოს 33:3 მოუგო. კოლელიშვილმა 40 წუთს ითამაშა და შეცვალეს, ზირაქაშვილი 57 წუთის განმავლობაში იყო მოედანზე. კლერმონი პლეი ოფში ვერ გავიდა, TOP 14-ის მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული დათმო - ცხრილში კი, ბორდოს გადაუსწრო და 50 ქულით მე-9 ადგილზეა.

ზურა ჟვანიას სტად ფრანსე ლიონთან 44:3 დამარცხდა. ჟვანიამ 50 წუთს ითამაშა. აჟენმა ქართველების გარეშე ითამაშა, კლუბმა პოს 33:22 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები