Thumbnail
  • ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა
  • 24 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს მაკედონიასთან ვერ დაეხმარება

საქათველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 6 კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. 24 წლის ქართველ ფეხბურთელს შტურმში MR გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც კუნთის დაზიანება აჩვენა.

კიტეიშვილის სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდე გასტანს. შტურმის მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი იმედოვნებს, რომ ოთარ მოედანზე დაბრუნებას სწრაფად მოახერხებს.

"მისი ტრავმა ბოლო ორი კვირის აბსოლუტურად უარყოფითი ამბავია. სამ თვეში მე-3 სერიოზული დაზიანება მიიღო ჩვენი გუნდის წევრმა და ძალიან ვწუხვარ. ვიმედოვნებთ, რომ ოთარი მოახერხებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვარჯიშს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - თქვა გრაცელთა თავკაცმა ილცერმა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან ავსტრიის ბუნდესლიგაში 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ის ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში (ჩრდ. მაკედონიასთან) და ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ორ ტურში დააკლდება (სომხეთთან და ესტონეთთან).

კომენტარები

ბოლო ამბები